შესავალი
ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში მოხარულია, გამოაცხადოს VFS Global-ის მიერ ოპერირებული სავიზო განაცხადის ცენტრის გახსნა.

 ეს ვებ-გვერდი განკუთვნილია ინფორმაციის მისაწოდებლად საქართველოს ყველა იმ რეზიდენტისთვის, რომელიც აპირებს ნიდერლანდებში, ბელგიაში, ლუქსემბურგში ან ესპანეთში სამოგზაუროდ სავიზო განაცხადის შეტანას.

განაცხადის გაკეთების მსურველთათვის:
თუ თქვენ აპირებთ შენგენის მოკლევადიანი ვიზის ასაღებად განაცხადის გაკეთებას, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას.  წინამდებარე ვებ-გვერდზე მოცემული სახელმძღვანელოს დახმარებით თქვენ შეძლებთ სავიზო განაცხადის გაკეთებას და სავალდებულო დოკუმენტაციის ზუსტად წარდგენას.  სახელმძღვანელოს ზედმიწევნით შესრულება შეამცირებს თქვენი განაცხადის განხილვის დაგვიანებას ან დაუკმაყოფილებლობას დოკუმენტაციის შეუსაბამობის ან არასრულობის გამო.

 თუ თქვენ საჭიროებთ სპეციალურ ფიზიკურ დახმარებას, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს ცხელ ხაზს ცენტრში ვიზიტამდე, რათა შევძლოთ თქვენთვის საუკეთესო შესაძლო დახმარების გაწევა.

 საელჩომ უზრუნველყო VFS Global-ის ხელმისაწვდომობა გასაუბრებების ჩანიშვნისა და ცხელი ხაზისა და ელ-ფოსტის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
 დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ VFS-ს ცხელ ხაზზე: +995322240454 და +99532240464 ან
ელ-ფოსტაზე:
 
სავიზო განცხადების პროცესი
ნაბიჯი 1: განაცხადისგაკეთებამდე, გთხოვთ, დარწმუნდით, რომ თქვენ ზუსტად გაქვთ ჩამოყალიბებული ვიზიტის მიზანი - გახსოვდეთ, რომ ჩვენი ფუნქციაა სავიზო განაცხადის პროცესში თქვენთვის კონსულტაციისა და რჩევების მოცემა, მაგრამ არა სავიზო კატეგორიის შერჩევის კუთხით. ვინაიდან ჩვენ ძირითადად ადმინისტრაციული ფუნქცია გვაქვს, ჩვენ ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას განაცხადის დაკმაყოფილებასთან ან განხილვის ვადებთან დაკავშირებით, რაც მთლიანად წარმოადგენს პრაღის რეგიონული ოფისის პრეროგატივას. ეწვიეთ ვებ-გვერდზე განთავსებულ ბმულს ყველაფერი თქვენი ვიზის შესახებ ’ რათა მიიღოთ ინფორმაცია იმ სავიზო კატეგორიის შესახებ, რომელზედაც განაცხადის გაკეთება გსურთ - სავიზო მოსაკრებლები, სავალდებულო დოკუმენტაცია, სავიზო განაცხადის ფორმა, ფოტოსურათის მონაცემები და სხვა.
ნაბიჯი 2: გააკეთეთგანაცხადი: შეავსეთ სავიზო განაცხადის ფორმა და მიამაგრეთ თქვენი ფოტო სურათი. თქვენ შეგიძლიათ, ჩამოტვირთოთ ფორმა ამ ვებ-გვერდიდან. ასევე, გთხოვთ, მამის და მეუღლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გვართან ერთად მიუთითოთ სახელიც. გთხოვთ, შეამოწმეთ, რომ წარადგენთ ყველა სავალდებულო დოკუმენტს. თქვენ შეგიძლიათ დოკუმენტაციის შესამოწმებელი სია ჩამოტვირთოთ ამ ვებ-გვერდიდან. არასრული განაცხადის ფორმები არ მიიღება.
ნაბიჯი 3: გთხოვთ, გაეცანით უსაფრთხოების რეგულაციების წესებს სავიზო განაცხადის ცენტრში სტუმრობამდე. ეწვიეთ სავიზო განაცხადის ცენტრს შევსებული სავიზო განაცხადის ფორმისა და სავალდებულო დოკუმენტაციის წარსადგენად. განაცხადის შეტანა შესაძლებელია პირადად, უფლებამოსილი წარმომადგენლის ან სამოგზაურო აგენტის მეშვეობით.
ნაბიჯი 4: გადაიხადეთ სავიზო მოსაკრებელი: VFS ოფიცერი მოგაწვდით ინფორმაციას მოსაკრებლის სრული ოდენობის (სავიზო მოსაკრებელი - მომსახურების ხარჯები) შესახებ, რომელიც გადაიხდება ლარებში ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო თუ განმცხადებელი სარგებლობს დამატებითი სერვისებით, ფოტო სურათის და კოპირების საფასური ასევე დამატებით გადაიხდება ნაღდი ანგარიშსწორებით. ცენტრში განხორციელებული ყველა გადახდა დადასტურებული იქნება შესაბამისი ჩეკით.

თუ პასპორტის/დოკუმენტაციის წასაღებად გამოცხადდება წარმომადგენელი ან სამოგზაურო აგენტი, მას აუცილებლად თან უნდა ჰქონდეს საკუთარი სურათიანი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, განმცხადებლის პასპორტის ასლი და განმცხადებლის მიერ გაცემული შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი წერილი.
 
განმცხადებლის აპლიკაციის შემოწმება
თუ თქვენ უკვე გააკეთეთ განაცხადი ნიდერლანდების სავიზო განაცხადების ცენტრში, თქვენ შეგიძლიათ track your application here.
 ამისთვის უნდა შეინახოთ თქვენ განაცხადის მიღების ნომერი მაგ: XXXX/041113/0001/01), პასპორტის ნომერი და გვარი.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ: განაცხადზე ელექტრონული თვალ-ყურის დევნების ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ VFS ნიდერლანდების სავიზო განაცხადების ცენტრში შეტანილ განაცხადებზე.

სასარგებლო
  ინფორმაცია
ხშირად დასმული შეკითხვები